სომხეთის ნაკრებში ნიგერიელი ნახევარმცველი ითამაშებს
სომხეთის ნაკრებში ნიგერიელი ნახევარმცველი ითამაშებს

სომხურ კლუბ „შირაქის“ ნიგერიელმა ნახევარმცველმა სოლომონ იმე უდომ მიწვევა მიიღო სომხეთის ნაკრებიდან, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო NEWS.am Sport-მა.

წყაროს ცნობით, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები 24 წლის ფეხბურთელთან. ის სომხეთში ხუთი წელია თამაშობს და ფიფა-ს წესების თანახმად, აქვს საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლება.

უდო სომხეთის ჩემპიონატში 2015 წელს, ბელგიის „ეუპენიდან“ გადავიდა და ერევნის „არარატთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამის შემდეგ, ნახევარმცველმა „ულისში“, „ურარტუსა“ და „შირაქში“ ითამაშა.

2019-20 წლების სეზონში ნიგერიელმა 19 მატჩი ჩაატარა სომხეთის ჩემპიონატში, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.