სომხეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან შეხვედრებისთვის ცნობილია #1TVSPORT
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს ედუარდ სპერციანი, ჰოვჰანეს არუთინიანი, ნორბერტო ბალეკიანი, ანდრე კალიშირი, ლუკას სელარიანი და ხორენ ბაირამიანი დააკლდებიან.
სომხეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი („ნოა“), არსენ ბეგლარიანი („ვანი“), ნეჰრი ავაღიანი („არარატ-არმენია“).
მცველები: ვარაზდათ აროიანი („პიუნიკი“), ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი („ნოა“), სერგეი მურადიანი („ნოა“), კამო ჰოვჰანისიანი („არარატ-არმენია“), ნაირ ტიკნიზიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), სტიოპა მკრტჩიანი („ოსიეკი“), გეორგი არუთინიანი („პუშკაშ აკადემია“), ედგარ გრიგორიანი („არარატ-არმენია“).
ნახევარმცველები: ვაჰან ბიჩახჩიანი („ლეგია“), არტურ სერობიანი („შერიფი“), უგოჩუკვუ ივუ („რუბინი“), ნარეკ გრიგორიანი („ფარული“), არტაკ დაშიანი („ნოა“), სოლომონ უდო („პიუნიკი“), გორ მანველიანი („ნოა“).
თავდამსხმელები: არტურ მირანიანი („კლუჟი“), ედგარ სევიკიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ჰრანტ-ლეონ რანოსი („კაიზერსლაუტერნი“), ტიგრან ბარსეგიანი („სლოვანი“), ნიკოლას კალუკიანი („ურარტუ“).
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთთან პირველ მატჩს ერევანში 20 მარტს გამართავს, ხოლო მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ 23 მარტს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნული გუნდების შეხვედრებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.