სომხეთის ნაკრები საქართველომდე ალბანეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
სომხეთის ნაკრები საქართველომდე ალბანეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე, სომხეთის ნაკრები ალბანეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩის გამართვაზე შეუთანხმდა, – ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„სომხეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ამის შესახებ შეთანხმებას სომხეთისა და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციებმა მიაღწიეს. ორი ქვეყნის ეროვნული გუნდები ამხანაგურ მატჩს ერევანში ჩაატარებენ. შეხვედრას 7 ოქტომბერს ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკური სტადიონი უმასპინძლებს“, – იტყობინება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

სომხეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. სომხეთის ნაკრებმა ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა, ალბანეთის ნაკრებმა სამჯერ გაიმარჯვა.

ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრები საქართველოს 11 ოქტომბერს, ერევანში უმასპინძლებს, მეორე შეხვედრა საქართველოში 15 ნოემბერს შედგება.