სომხეთის მთავრობა მოქალაქეებს ონკოლოგიურ ოპერაციებს დაუფინანსებს
სომხეთის მთავრობა მოქალაქეებს ონკოლოგიურ ოპერაციებს დაუფინანსებს

სომხეთის მთავრობა მოქალაქეებს ონკოლოგიურ ოპერაციებს დაუფინანსებს. როგორც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ყველა ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არჩეულ კლინიკებში.

არსენ ტოროსიანის თქმით, სპეციალურად ამ მიზნით, სომხეთის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა. ონკოლოგიის სფეროს დაფინანსებაზე 1.27 მილიონი ევრო იქნება განსაზღვრული.

„ამ თანხის ძირითადი ნაწილი ოპერაციების დაფინანსებაზე დაიხარჯება. თუმცა, სახელმწიფო დააფინანსებს სხივურ თერაპიასაც“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.