სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა - განიხილეთ „სოკარის“ საკითხი
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა - განიხილეთ „სოკარის“ საკითხი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო – ამაზე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, არმენ მელიქბეკიანის მიერ უეფა-ში გაგზავნილი წერილი ადასტურებს.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას გენერალურ მდივან თეოდოროს თეოდორიდისს სთხოვა, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი სპონსორის, აზერბაიჯანული „სოკარის“ საკითხი განიხილოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიამ ომის ამსახველი ათობით ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. ასევე სოციალურ ქსელში კომპანიის ოფიციალურ გვერდებზე აგრესიული შეტყობინებები გაავრცელა. მნიშვნელოვანია ფეხბურთი პოლიტიკას გაემიჯნოს და დავგმოთ უეფა-ს ერთ-ერთი სპონსორის მილიტარისტული პოზიცია“, – აღნიშნავს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ უეფა „სოკართან“ სასპონსორო ხელშეკრულებას განიხილავს და მის პოზიციას დაგმობს.