სომხეთი - საქართველოს მატჩის ერევანში ჩატარებაზე უეფა გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს
სომხეთი - საქართველოს მატჩის ერევანში ჩატარებაზე უეფა გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს

„როგორ იქნება ორგანიზებული გასვლითი შეხვედრა სომხეთთან, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. არის ვარიანტი, რომ სომხეთთან პირველი თამაში გადაიდოს, ან პირველი მატჩი საქართველოში ჩატარდეს?“, – ეს შეკითხვა გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს დაუსვა.

„რასაკვირველია, ამაზე ვფიქრობთ და აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება, რადგან სომხეთს ოქტომბერში უნდა ვესტუმროთ. თუ იმ დროისთვის, რომელიმე ქვეყანაში მძიმე ეპიდემოლოგიური ვითარება იქნება, თამაშის მასპინძელი ქვეყნის შეცვლაზე უეფა დაფიქრდება. თუმცა, ამაზე ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს“, – ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ს პრეზიდენტმა კომენტარი სანაკრებო თამაშების სხვა პრობლემურ მხარეზეც გააკეთა: „მეორე მხრივ, პრობლემური ქვეყნიდან დელეგაციის მიღებაც არა არის იდეალური. თუმცა, ასეთ ქვეყანაში ჩასვლა და ცხოვრებაც რისკებთანა არის დაკავშირებული. სომხეთთან თამაშს რომ მივუახალოვდებით, ყველაფერი უფრო გაირკვევა. უეფა ყველა ქვეყანაში არსებული ვითარებით ყოველდღიურად ინტერესდება და ყველა კონკრეტული მატჩის ბედიც ამის მიხედვით გადაწყდება“.