სომხეთი აზერბაიჯანს გეღარქუნიქის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში ინფორმაციას უარყოფენ
სომხეთი აზერბაიჯანს გეღარქუნიქის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში ინფორმაციას უარყოფენ

სომხეთის მხარე აზერბაიჯანს გეღარქუნიქის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, სოფელ სოტკთან აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან თანამშრომლობით რუსი სამშვიდობოების სარდლობამ ეს ინციდენტი მოაგვარა.

სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის ფაქტს არ ადასტურებს აზერბაიჯანის მხარე და სომხეთის გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. ბაქოში ამბობენ, რომ „გავრცელებული პროვოკაციული ინფორმაცია უსაფუძვლოა“.