სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დედაქალაქის გარეუბანში, უსაფრთხოების სამსახურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ასაფეთქებელი მოწყობილობა საავტომობილო გზის ქვეშ იყო განთავსებული და სამხედრო მანქანის მოძრაობის დროს ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია პასუხისმგებლობა.