სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის დიდ ფულს მისცემენ
სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის დიდ ფულს მისცემენ

ბრიტანულ გაზეთ დეილი მეილის ინფორმაციით, ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი სარეკორდო თანხას მიიღებს ტრანსფერებისთვის. ლაპარაკია 200 მილიონ ფუნტზე.
იუნაიტედის მთავარი სამიზნეები არიან – ჯეიდონ სანჩო, კალუმ ჰადსონ-ოდოი, აარონ ვან ბისაკა, დეკლან რაისი და რაფაელ ვარანი. ასევე ლაპარაკია ინგლისელთა ინტერესზე ნაპოლის ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის მიმართ.

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მატჩის ჯამში 0:4 წააგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ბარსელონასთან. გუნდი ამჟამად პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ადრე დაიწერა, რომ თუ იუნაიტედი ვერ მოიპოვებს ლიგის საგზურს, ფეხბურთელებს ხელფასებს შეუმცირებენ.