სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის 55 მილიონს გამოუყოფენ
სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის 55 მილიონს გამოუყოფენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი კლუბის ხელმძღვანელობისგან 55 მილიონ ევროს მიიღებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი მოთამაშეების შესაძენად, – ამის შესახებ წერს გაზეთი Mirror.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ თანხით სურს ცენტრალური მცველისა და განაპირა ნახევარმცველის შეძენა. ამ მომენტისთვის, ძირითად კანდიდატებად მოიაზრებიან „ტოტენჰემის“ მცველი ტობი ალდერვეირელდი და „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დუგლას კოშტა.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჟოზე მოურინიო. მეორე დღეს, მის შემცვლელად სეზონის ბოლომდე ნორვეგიელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი დანიშნეს.