სოლსკიაერს პოლ პოგბას გაშვება არ სურს
სოლსკიაერს პოლ პოგბას გაშვება არ სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს კლუბიდან ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გაშვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში „იუნაიტედის“ ფრანგმა ვარსკვლავმა შესაძლო წასვლაზე ილაპარაკა.

„სანის“ (The Sun) ინფორმაციით, ოლე გუნარს სურს, რომ პოლ პოგბას ირგვლივ ახალი „იუნაიტედი“ აშენდეს.

სხვადასხვა გამოცემის ცნობით, პოგბას გული მადრიდის „რეალისკენ“ მიუწევს.