სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ ლივერპულის წინააღმდეგ ლინგარდი და მარსიალიც ითამაშებენ
სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ ლივერპულის წინააღმდეგ ლინგარდი და მარსიალიც ითამაშებენ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედს გამოთქვამს, რომ კვირას, ლივერპულის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, ჯესი ლინგარდი და ანტონი მარსიალი ფორმაში იქნებიან.

26 წლის ლინგარდმა და 23 წლის მარსიალმა ტრავმები 10 დღის წინ, პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღეს. ექიმების პროგნოზით, ფეხბურთელებს სამკვირიანი დასვენება უნდა უწევდეთ, თუმცა ნორვეგიელი სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ მოთამაშეების გამოჯანმრთელების პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

„ჯესი კარგად გამოიყურება და ანტონის იმედიც მაქვს“, – განაცხადა სოლსკიაერმა – „კიდევ ორი დღე დარჩა და ვნახოთ. ვარიჯიში ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ გამოჯანრთელების პროცესი კარგად მიდის“.

მატჩი მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულს შორის კვირას, 24 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი