სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ დე ხეა კლუბს არ დატოვებს
სოლსკიაერს იმედი აქვს, რომ დე ხეა კლუბს არ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს, რომ კიპერი დავიდ დე ხეა კლუბს არ დატოვებს, – იტყობინება კლუბის ოფიციალური „ტვიტერი“.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დე ხეას დონის მეკარის გუნდში ყოფნით ძალიან გამიმართლა. მანჩესტერში ვიმედოვნებთ, რომ იგი კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩება. ზაფხულში დავიდი მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედია ყველაფერი მალე გადაწყდება“, – მოჰყავს ნორვეგიელი დამრიგებლის სიტყვები „იუნაიტედის“ პრეს-სამსახურს.

დავიდ დე ხეას მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს.