სოლსკიაერს არ სურს, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ თავში რწმენა დაკარგონ
სოლსკიაერს არ სურს, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ თავში რწმენა დაკარგონ

პარი სენ-ჟერმენთან საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, ვისაც საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა ექნება, მომავალ მატჩებში შემადგენლობიდან ამოვარდება.

ორშაბათს, 18 თებერვალს, ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში იუნაიტედი ჩელსის დაუპირისპირდება და ნორვეგიელს ფეხბურთელებისგან მხოლოდ ბრძოლის ხილვა სურს.

„მომდევნო ორი მატჩი ჩელსისთან და ლივერპულთან გვაქვს. ამიტომ, ნებისმიერი, ვისაც საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა აქვს, შემადგენლობიდან ამოვარდება“, – აცხადებს სოლსკიაერი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე 0-2 წააგო პარი სენ-ჟერმენთან და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი უკიდურესად მცირე აქვს.

დატოვე კომენტარი