სოლსკიაერმა დაუშვა, რომ რეშფორდმა შესაძლოა, ევრო 2020 გამოტოვოს
სოლსკიაერმა დაუშვა, რომ რეშფორდმა შესაძლოა, ევრო 2020 გამოტოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დააზუსტა კლუბის ფორვარდის მარკუს რეშფორდის მკურნალობისა და აღდგენის ვადები.

„ვიმედოვნებ, რომ ის კიდევ ითამაშებს ამ სეზონში, ჩვენ კი ბოლომდე გავალთ ევროპის ლიგაზე და მისთვის სეზონს გავახანგრძლივებთ, – თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

– მე იმედი მქონდა, რომ ის პირვანდელ ვადებზე ადრე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ცხადია, რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს. თუ ის ჯანმრთელი არ იქნება, ვერ გაემგზავრება ევროზე. მარკუსს ჩაუტარდა გამოკვლევა და სურათმა აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ველოდით. როცა ის აღდგენას შეძლებს, უფრო ძლიერი დაბრუნდება მოედანზე. ასე რომ, არ უნდა დავაჩქაროთ პროცესი”.

ბოლოჯერ რეშფორდი მოედანზე 15 იანვარს, ინგლისის თასის მეასამე რაუნდის მატჩში „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ ვიხილეთ.

ტრავმის მიღებამდე, რეშფორდი თავის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებდა. პრემიერლიგის 22 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.