სოლსკიაერმა ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლს შეადარა
სოლსკიაერმა ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლს შეადარა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუებულია, რომ ალექსის სანჩესი ფორმას ისევ აღიდგენს. ჩილელი ფორვარდი მანჩესტერში ლოდონის არსენალიდან 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ მხოლოდ ხუთი გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, ფეხბურთელი ტრავმებმაც დატანჯა.

„ჩვენ ვიცით, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. კეტჩუპის ბოთლივითაა: როდესაც მოედინება, მოედინება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ნორვეგიელი სპეციალისტი.

დღეს, 18 თებერვალს, ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში, მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონში ჩელსის დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი