სოლსკიაერი თავს იმართლებს და მაგალითად იურგენ კლოპის „ლივერპული“ მოჰყავს
სოლსკიაერი თავს იმართლებს და მაგალითად იურგენ კლოპის „ლივერპული“ მოჰყავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ გუნდის თამაშის გამოსასწორებელი სწრაფი ხერხი არ არსებობს.

ოთხშაბათს, 22 იანვარს, „იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე უხერხული მარცხი იწვნია „ბარნლისგან“ (0-2), რის შემდეგაც გუნდი გუშემატკივრებმა მოედნიდან უკმაყოფილო შეძახილებით გააცილეს. ეს მანჩესტერული გუნდისთვის ზეზიდეზ მეორე მარცხი იყო პრემიერლიგაში.

„ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი წესიერი სატრანსფერო ფანჯარა გვქონდა და ახლა ვცდილობთ, კიდევ რამე მოვიმოქმედოთ“, – ამბობს ნორვეგიელი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი 2018 წლის დეკემბერში ჩაიბარა.

ზაფხულში „იუნაიტედმა“ 130 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა და ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც არიან მცველები ჰარი მაგუაიერი (ლესტერ სიტი) და აარონ ვან-ბისაკა (კრისტალ პალასი), ასევე შემტევი დენიელ ჯეიმსი (სუონსი სიტი), თუმცა თამაშის ხარისხი ამით ვერ გაუმჯობესდა.

თავის გასამართლებლად სოლსკიაერს იურგენ კლოპისა და „ლივერპულის“ მაგალითიც მოჰყავს.

„კლოპს ოთხი წელი დასჭირდა გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ამ პრობლემის სწრაფი მოგვარება არ არსებობს და ჩვენ დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ ხმაურს, რომელიც ახლაა ატეხილი. კრიტიკა იქნება და ამას უნდა გავუძლოთ, მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ“, – ამბობს ნორვეგიელი.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის ხელმძღანელობა სოლსკიაერს ჯერ კიდევ ენდობა და მის გაშვებას არ გეგმავს.