სოლსკიაერი - „სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატად“
სოლსკიაერი - „სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატად“

ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ სიტყვები არ ჰყოფნის იმ აღშფოთების გამოსახატად, რომელსაც ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან მარკუს რეშფორდისთვის რასისტული სახის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ განიცდის.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელს შეურაცხმყოფელი გზავნილენი სოციალური ქსელის საშუალებით მას შემდეგ გაუგზავნეს, რაც მან „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მატჩში 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 1-2 წააგო.

„გასულ კვირასაც ვისაუბრე ამის შესახებ. ეს უნდა შეწყდეს. სიტყვები არ მყოფნის. ისინი ყალბი სახელების უკან იმალებიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, რიცა ფანჯრებს მიღმა 2019 წელია“, – განაცხადა სოლსკიაერმა.

პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩში, „ოლდ ტრაფორდზე“, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ, რეშფორდს გათანაბრების საუკეთესო შანსი მიეცა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს დენიელ ჯეიმსმა მაინც გაათანაბრა, მაგრამ თამაშის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, „კრისტალ პალასმა“ კიდევ გაიტანა და სახელოვანი მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი მანჩესტერელებმა კარგად დაიწყეს, როდესაც ლონდონის ჩელსი 4-0 დაამარცხეს, თუმცა მომდევნო ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხეს.

საინტერესოა, რომ „იუნაიტედმა“ თერთმეტმეტრიანი ვერც წინა ტურში, „ვულვერჰემტონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში (1-1) გამოიყენა, თუმცა მაშინ უშედეგო დარტყმა არა რეშფორდმა, არამედ პოლ პოგბამ შეასრულა.