სოლსკიაერი სერ ალექს ფერგიუსონს რჩევებს ჰკითხავს
სოლსკიაერი სერ ალექს ფერგიუსონს რჩევებს ჰკითხავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გაამხილა, ვის თხოვს რჩევას ახალ ამპლუაში. მის სიტყვებს „იუნაიტედის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

„მე აქ 11 წელი გავატარე მოთამაშის ამპლუაში და 3.5 წელი – მწვრთნელის რანგში. ეს ჩემი ცხოვრების მესამედია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემთვის დიდი პატივია, დავეხმარო „იუნაიტედს“ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. მოთამაშეები ბედნიერები არიან, კარგ ხასიათზე იმყოფებიან. ყოველთვის კარგია ახალი ადამიანების გაცნობა. ზოგიერთებს მე უკვე ვიცნობდი, დანარჩენები ახლახანს გავიცანი.
ბევრი თამაში გვექნება მომდევნო 10-15 დღის განმავლობაში. ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია. პირველ მატჩში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიჭებამდე ჩემი თამაშის პრინციპის მიტანას. ისინი უნდა მიხვდნენ, რისი ხილვა მსურს მოედანზე. როცა მე ვთამაშობდი, საუკეთესო მწვრთნელი მყავდა. სერ ალეს ფერგიუსონმა ყველაფერში იქონია ჩემზე გავლენა. მას შემდეგ, რაც 2003 წელს ტრავმა მივიღე, დავიწყე ჩანიშვნა, თუ როგორ რეაგირებდა ის სხვადასხვა სიტუაციაში. მე უკვე ველაპარაკე მას. ის ყველაზე შესაფერისი ადამიანია, ვისაც შეიძლება რჩევა ვკითხო“, – თქვა სოლსკიერმა.

უფრო ადრე, ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ შანსს მისცემს ყველა ფეხბურთელს და მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირებას.