სოლსკიაერი - სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ
სოლსკიაერი - სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ

ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველი მატჩი წააგო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ, მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„ძალიან რთული საღამო იყო პირველი ნახევარში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. მეორე ტაიმი კი დიდი იმედგაცრუება იყო. პირველი გოლის გაშვების შემდეგ ბიჭებმა რწმენა დაკარგეს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვეცადეთ. ენერგია, განწყობა, შესაფერისი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან გართულდა.

რაც შეეხება ლინგარდსა და მარსიალს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კარგი ფეხბურთელის დაკარგვა მარტივი არ არის. ეს ტრიო ძალიან სწრაფია და კარგ კომბინაციებსაც ქმნის. თუმცა ჩვენ ალექსისი შემოვიყვანეთ, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. ასე რომ ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ. მათ ტრავმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღეში შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას.

რაც შეეხება პარიზში გასამართ თამაშს, მარტივ პასუხს გაგცემთ: რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. ჩვენ იქ ჩავალთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ორი გოლის გატანა მოგვიწევს და თანაც არ უნდა გავუშვათ. მაგრამ ეს ადრე გაგვიკეთებია, ყველაფერი შემოგვიტრიალებია. რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და თანაც უნდა გვჯეროდეს.

დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, კარგად უნდა შევაფასოთ რა შეცდომები დავუშვით და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. პსჟ-ს დონის გუნდის წინააღმდეგ კი ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, ასეთი სივრცეები არ უნდა დატოვო.

ჩვენ წინ „ჩელსისა“ და „ლივერპულთან“ გასამართი მატჩები გვაქვს. ასე რომ საერთოდ არ გვაქვს მოდუნებისა საშუალება,“ – დაასრულა საუბარი ნორვეგიელმა.

დატოვე კომენტარი