სოლსკიაერი - რეშფორდი და პოგბა პენალტების ძირითადი შემსრულებლები არიან და მათ შორის კონფლიქტი არ ხდება
სოლსკიაერი - რეშფორდი და პოგბა პენალტების ძირითადი შემსრულებლები არიან და მათ შორის კონფლიქტი არ ხდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ მიუხედავად „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ მატჩში თერთმეტმეტრიანის გაფუჭებისა, მისი შესრულების საკითხს პოგბა და რეშფორდი მომავალშიც მოედანზევე გადაწყვეტენ და ის ამაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს.

პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩის დროს, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, მსაჯმა პოგბას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დარტყმა რეშფორდს უნდა შეესრულებინა, თუმცა ფრანგმა მას ეს არ დაანება და ბურთთან თავად მივიდა. საბოლოოდ, მისი დამრტყმა „ვულვზის“ მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია, მატჩი კი ფრედ დასრულდა და „იუნაიტედმა“ მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გახდებით პოლ პოგბას მიერ მანჩესტერ იუნაიტედისთვის პენალტების გატანის მოწმე“, – განაცხადა სოლსკიეარმა მატჩის შემდეგ, – „ჩვენ ამ დეტალს ვარჯიშებზე ვამუშავებთ. პოლი და მარკუსი მთავარი შემსრულებლები არიან. მათ შორის მოედანზე ჩხუბი არ ყოფილა და მომდევნო თერთმეტმეტრიანს ვინ დაარტყამს, ამას ერთად ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ჩელსი 4-0 დაამარცხა. შედეგად, ორი ტურის შემდეგ გუნდს ოთხი ქულა აქვს.