სოლსკიაერი პოლ პოგბას გუნდის კაპიტნობას სთავაზობს
სოლსკიაერი პოლ პოგბას გუნდის კაპიტნობას სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აპირებს, პოლ პოგბას გუნდის კაპიტნობა შესთავაზოს, რათა ფრანგი ფეხბურთელი „ოლდ ტრეფორდზე“ დარჩენაზე დაიყოლიოს, – იტყობინება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

გუნდიდან ანტონიო ვალენსიას წასვლის შემდეგ, „იუნაიტედი“ ახალ კაპიტანს ეძებს და როგორც ირკვევა, ამის უპირველესი კანდიდატი ეშლი იანგია. თუმცა, სოლსკიაერი ახალი მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 33 წლის იანგი მოედანზე ნალებ დროს გაატარებს, ამიტომ კაპიტნის სამკლავურის ახალი მეპატრონე ჯერ კიდევ გასარკვევია.

ამავე დროს, პოლ პოგბა მანჩესტერიდან წასვლაზე ფიქრობს და მისი შეძენის უპირველესი კანდიდატი მადრიდის „რეალია“, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკვე გამოთქვა ფრანგის თავის გუნდში ხილვის სურვილი.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ წლევანდელი სეზონი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში „ევროპა ლიგაზე“ იასპარეზებს.