სოლსკიაერი - „პოგბა ვერ იქნება ერთდროულად კინი, ვერონი, სქოულზი და კანტონა“
სოლსკიაერი - „პოგბა ვერ იქნება ერთდროულად კინი, ვერონი, სქოულზი და კანტონა“

ოლე გუნარ სოლსკიაერის თქმით, პოლ პოგბა წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარდაცვას მარტო ვერ მიხედავს. ნორვეგიელის თქმით, მიუხედავად მეორე ტურში თერთმეტმეტრიანის გაცუდებისა, ფრანგმა ფეხბურთელმა წარმატებულ სტარტში დიდი როლი ითამაშა.

„ის თავადაც მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან, თუმცა ნუ შევეცდებით, რომ ერთ ფეხბურთელში როი კინი, ხუან ვერონი, პოლ სქოულზი და ერიკ კანტონა გავაერთიანოთ. ეს რთულია. პოგბა ისედაც უმაღლესი დონის ფეხბურთელია“, – განაცხადა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წლევანდელი სეზონი ხმაურიანად დაიწყო, როდესაც საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ 4-0 დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში სტუმრად „ვულვერჰემპტონს“  ვერ მოუგო (1-1), პოლ პოგბამ კი მეორე ტაიმში პოტენციურად გამარჯვების მომტანი პენალტი ვერ გამოიყენა.