სოლსკიაერი - პოგბა მომავალ სეზონშიც მანჩესტერში იქნება
სოლსკიაერი - პოგბა მომავალ სეზონშიც მანჩესტერში იქნება

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ პოლ პოგბას გუნდიდან წასვლის ალბათობა წელს მცირეა. ფრანგ ნახევარმცველს, რომელიც მანჩესტერში 2016 წელს დაბრუნდა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკავშირებენ მადრიდულ სამეფო კლუბთან, თუმცა ნორვეგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი მომავალ სეზონშიც ინგლისში ითამაშებს.

„პოლ პოგბა მოუთმენლად ელის ხვალიდნელ მატჩს და, მართალი გითხრათ, მომავალ სეზონში მას მანჩესტერიდან წასულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ბარსელონას დაურპირისპირდება.