სოლსკიაერი – პოგბა მანჩესტერში ბედნიერია
PARIS, FRANCE - MARCH 06: Manchester United Head Coach / Manager Ole Gunnar Solskjaer and Paul Pogba of Manchester United celebrate at the end of the UEFA Champions League Round of 16 Second Leg match between Paris Saint-Germain and Manchester United at Parc des Princes on March 6, 2019 in Paris, France. (Photo by Matthew Ashton - AMA/Getty Images)
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა გუნდში ძალიან ბედნიერია და მისი რეალ მადრიდში გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.
რამდენიმე დღის წინ, პოგბამ განაცხადა, რომ მადრიდული სამეფო კლუბი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა კი ამის საპასუხოდ პოგბას საკუთარ გუნდში ხილვის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, სოლსკიაერის აზრით, სიტუაცია სულ სხვაგვარადაა.
„პოგბას ეს საკუთარ თავზე არ უთქვამს. მან უბრალოდ თქვა, რომ რეალ მადრიდში თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს სურს“, – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფრანგი იუნაიტედში იუვენტუსიდან გადავიდა და მასში ინგლისურმა გრანდმა იმ დროისთვის სარეკორდო 89 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. იმ დროს გუნდს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და პოგბას მასთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუფუჭდა.
მას შემდეგ, რაც სოლსკიაერი მოვიდა გუნდში, ფრანგმა 19 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.
„პოლი აქ ბედნიერია და კარგადაც თამაშობს. ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა სოლსკიაერმა.
შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო მატჩს სტუმრად ვულვერჰემპტონთან გამართავს.