სოლსკიაერი - მოურინიოს სტუმართა გასახდელი არ მოეწონა, არადა ის თავად ჰქონდა შეცვლილი
სოლსკიაერი - მოურინიოს სტუმართა გასახდელი არ მოეწონა, არადა ის თავად ჰქონდა შეცვლილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ჟოზე მოურინიოსთან იმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც გასული წლის 4 დეკემბერს, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩის წინ შედგა „ოლდ ტრეფორდზე“. ის მატჩი მასპინძლებმა 2-1 მოიგეს.

„მატჩის წინ პატარა საუბარი გვქონდა. მანამდე მოურინიოსთან პრაქტიკულად არანაირი კონტაქტი არ მქონია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ჩელსის“ ედგა სათავეში და კარდიფში იყო ჩამოსული სათამაშოდ. საკმაოდ სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა. ჟოზემ „ოლდ ტრაფორდზე“ სტუმართა გუნდის გასახდელთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია, რომელიც, სხვათა შორის, თავად ჰქონდა შეცვლილი. ზოგადად, ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ისევ დაუბრუნდა საქმეს“, – მოჰყავს ნორვეგიელის სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2016-18 წლებში მუშაობდა.