სოლსკიაერი მომავალი სეზონისთვის ემზადება

19:13, 28.01.2019
LONDON, ENGLAND - JANUARY 25: Manchester United caretaker Manager Ole Gunnar Solskjaer gestures during the FA Cup 4th round match between Arsenal and Manchester United at The Emirates Stadium on January 25, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Chloe Knott - Danehouse/Getty Images)

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მომავალი სეზონისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, დიდი ალბათობით, ამჟამინდელ თანამდებობაზე აღარ იქნება. ნორვეგიელს გუნდთან სეზონის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ იუნაიტედთან პერმანენტულ შეთანხმებას მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთნელად დანიშვნის დღიდან გუნდმა რვა მატჩიდან რვავე მოიგო, სოლსკიაერის მომავალი მაინც ბუნდოვანია, რადგან „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატებს განიხილავს. მათ შორის არიან მაურისიო პოჩეტინო და მასიმილიანო ალეგრი.

„როგორი იქნება მანჩესტერ იუნაიტედი მომავალ სეზონში და ვიქნები თუ არა მე ისევ მთავარი მწვრთნელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე აქ იმისთის ვარ, რომ მომავალ სეზონზეც ვიფიქრო“, – აცხადებს სოლსკიაერი.

მანჩესტერ იუნაიტედს ამჟამად 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი