სოლსკიაერი - მომავალ სეზონში პოგბმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლიდერი გახდება
სოლსკიაერი - მომავალ სეზონში პოგბმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლიდერი გახდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის ნახევარმცველის, პოლ პოგბას შესახებ ილაპარაკა.

„მან ძალიან ბევრი იშრომა ტრავმის შემდეგ და ბედნიერია, რომ მოედანზე დაბრუნდა, – ამბობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი. – დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონებში ჩვენ პოგბას საუკეთესო ფეხბურთს ვნახავთ.

მოუთმენლად ველოდები პოლის პროგრესს. პოგბას ბედისწერაა, რომ გუნდის ლიდერი გახდეს და ის ახლა მხოლოდ უახლოვდება საკუთარი შესაძლებლობების პიკს“.