სოლსკიაერი - მე არასდროს არაფერს ვთავაზობ სხვა გუნდების ფეხბურთელებს
სოლსკიაერი - მე არასდროს არაფერს ვთავაზობ სხვა გუნდების ფეხბურთელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ „რედ ბულ ზალცბურგის“ იმედისმომცემ ახალგაზრდა ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს უკვე გადაწყვეტილი აქვს საკუთარი მომავალი და ისიც იცის, როგორ გამოიყენებს უახლოეს სატრანსფერო ფანჯარას.

19 წლის ჰოლანდი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ფეხბურთელია ევროპაში და ასეთი ყურადღება მან „ზალცბურგის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 22 მატჩში 28 გატანილი გოლით დაიმსახურა. სოლსკიაერი მასთან ჯერ კიდევ „მიოლდეში“ მუშაობდა და სწორედ მაშინ გამოიყვანა ფეხბურთელი პირველად მოედანზე 16 წლის ასაკში.

„მან უკვე იცის, რა სურს და რას გააკეთებს“, – ამბობს სოლსკიაერი და შეკითხვაზე, მისცა თუ არა ფეხბურთელს რამე რჩევა ან გაუკეთა თუ არა მას რაიმე შეთავაზება, ასე პასუხობს: „მე არასდროს არაფერს ვურჩევ და არც არაფერს ვთავაზობ სხვა გუნდების ფეხბურთელებს“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, ნორვეგიელის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის ორი გუნდი, „ბორუსია დორტმუნდი“ და „ლაიპციგი“ იჩენენ.