სოლსკიაერი - „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშში ბევრი ასპექტია გამოსასწორებელი
სოლსკიაერი - „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშში ბევრი ასპექტია გამოსასწორებელი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკუთარი გუნდის ბოლო თამაში შეაფასა, რომელიც ინგლისელებმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ გამართეს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ეს შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0.

„ბურთი ძელს არაერთხელ მოვარტყით, ვიდეორეფერის შემთხვევაშიც არ გაგვიმართლა, – ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს UEFA.com. – როცა ამდენ მომენტს შექმნი, ეს გაცილებით ეფექტურ ანგარიშშიც უნდა აისახოს.

ჩვენს თამაშში ბევრი ასპექტია გამოსასწორებელი. ფანტასტიკური შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს სურდათ, ბურთი კარში შეეტანათ და გოლი ისე დაეფიქსირებინათ. ეს ძალიან ძნელია, რადგან მეტოქეს, რა თქმა უნდა, მცველები და მეკარე ჰყავს, რომელიც მატჩის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი იყო“, – ამბობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი.

დატოვე კომენტარი