სოლსკიაერი - „ლივერპულთან“ დაპირისპირება ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება
სოლსკიაერი - „ლივერპულთან“ დაპირისპირება ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“  შეხვდებიან.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მანჩესტერელები არიან და მეორეადგილოსან მერსისაიდელებთან მხოლოდ საქმულიანი უპირატესობა აქვთ.

„იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თამაში მისი გუნდისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება.

„ეს შეხვედრა ჩვენი სიმტკიცის გამოცდა იქნება და გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა, – ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports. – ენფილდზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაში ურთულესია და იქ რომ გაიმარჯვო, უმაღლესი კლასი უნდა აჩვენო.

კარგია, რომ სატურნირო ცხრილის ლიდერები ვართ და პირველი პოზიციის მოსაპოვებლად სხვა კლუბის დევნა არ გვიწევს, მაგრამ პირველადგილოსანის წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ.

„ლივერპული“ საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ერთი დიუმი თავისუფალი სივრცე არ დავუტოვოთ“, – აცხადებს მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი.