სოლსკიაერი გულშემატკივრების წინაშე ბოდიშს იხდის
სოლსკიაერი გულშემატკივრების წინაშე ბოდიშს იხდის

ევერტონთან სტუმრად განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. გასული რვა მატჩიდან იუნაიტედმა ექვსი წააგო და ამჟამად სატურირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

„მსაჯის სასტარტო სასტვენიდან დაწყებული, ყველაფერი არასწორად ვაკეთეთ“, – განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა სკაი სპორტსთან ინტერვიუში. – „მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ჩვენ ყველა ასპექტში დავმარცხდით, გარდა ერთისა – ფანტასტიური გულშემატკივრობა გვქონდა“.

ევერტონმა მშობლიურ გუდისონ პარკზე ერთ დროს მრისხანე იუნაიტედი რიშარლისონის, გიულფი სიგურდსონის, ლუკას დინიესა და ტეო უოლკოტის გოლებით 4-0 დაამარცხა.

მომდევნო მატჩს მანჩესტერელები თანაქალაქელ სიტისთან ოთხშაბათს, 24 აპრილს გამართავენ.