სოლსკიაერი - დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
სოლსკიაერი - დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ნორვეგიელის აზრით, ესპანელი გოლკიპერი შესანიშნავად თამაშობს და გუნდის გამარჯვებებში დიდი წვლილი შეაქვს.

„ბოლო შვიდ მატჩში დე ხეამ მხოლოდ ორი გოლო გაუშვა. ის შესანიშნავად თამაშობს, გამარჯვებებში დიდი წვლილი შეაქვს და მე ჯერ კიდევ ვთვლი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. დავიდი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს და მე მისით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს სოლსკიაერი „სკაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ათ მათგანში კარი მშრალად შეინახა.