სოლსკიაერი - ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლას არ ვიმსახურებდით
სოლსკიაერი - ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლას არ ვიმსახურებდით

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში მანჩესტერული გრანდი „ლაიპციგს“ სტუმრობდა. უხვგოლიანი შეხვედრა გერმანელებმა მოიგეს (3:2) და ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ, –  ციტირებს მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვებს უეფა-ს პრესსამსახური. – ჩვენ არ დაგვიმსახურებია ჯგუფიდან გასვლა. მთავარი მიზეზი სტამბოლში განცდილი მარცხია. სწორედ ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ განსაკუთრებული სინანულით, რადგან იქ ქულების დაკარგვა არ შეიძლებოდა.

„ლაიპციგთან“ მატჩში ახლოს ვიყავით თამაშის ფრედ დასრულებასთან, მაგრამ მოწინააღმდეგის მაღალ ჩაწოდებებსა და გამჭოლ გადაცემებს ვერაფერი მოვუხერხეთ“, – აღნიშნავს ოლე-გუნარ სოლსკიაერი.