სოლსკიაერი - „არსენალთან“ რეშფორდის, მარსიალის და პოგბას თამაში თითქმის გამორიცხულია
სოლსკიაერი - „არსენალთან“ რეშფორდის, მარსიალის და პოგბას თამაში თითქმის გამორიცხულია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „არსენალის“ წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ მატჩს მარკუს რეშფორდი და ანტონი მარსიალი ფორმაში შეხვდნენ და, გარდა ამისა, მოედანზე პოლ პოგბას ყოფნაც ეჭვქვეშაა.

მარსიალმა ბარძაყის ტრავმის გამო უკვე ხუთი მატჩი გამოტოვა, მარსიალს კი საზარდული აწუხებს და მას არც კარაბაოს თასის მატჩში მიუღია მონაწილეობა, რომელიც „იუნაიტედმა“ „როჩდეილს“ პენალტების სერიაში მოუგო.

რაც შეეხება პოგბას, მას კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც „როჩდეილის“ წინააღმდეგ პენალტი ვერ შეასრულა.

„ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რომ მარსიალი და რეშფორდი მოედანზე იქნებიან“, – განაცხადა სოლსკიაერმა პრეს-კონფერენციაზე. – „თუმცა, ასეთია ცხოვრება: რაც გაქვს, იმითი უნდა იმუშაო. პოგბამ წინა მატჩი კი დაასრულა, მაგრამ კოჭში ცუდად მოხვდა და გასიებული აქვს“.

ექვსი თამაშიდან რვა ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილე იმყოფება.