სოლსკიაერი - არ  მეგონა, თუ ფრედის გოლს ოდესმე მოვესწრებოდი
სოლსკიაერი - არ მეგონა, თუ ფრედის გოლს ოდესმე მოვესწრებოდი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ამბობს, რომ არ ეგონა, თუ ფრედის მიერ გატანილ გოლს კიდევ მოესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში მანჩესტერელებმა ბელგიური „ბრიუგე“ საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხეს (პირველი მატჩი – 1:1) და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ ბრაზილიელის ანგარიშზეა.

„ძალიან მიხარია და ვულოიცავ ყველას“, – განაცხადა სოლსკიაერმა მატჩის შემდეგ. – „თუმცა, ფრედი… მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მის გოლს კიდევ მოვესწრებოდი. ამაზე სულ ვხუმრობდით. ძალიან მიხარია, რომ მისი უიღბლობა დასრულდა“.

თავისი ბოლო გოლი ფრედს 18 თვის წინ, „ვულვერჰემპტონის“ კარში ჰქონდა გატანილი.