ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე უცნობმა პირმა რუსული დროშა აღმართა
ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე უცნობმა პირმა რუსული დროშა აღმართა

ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერის საკათედრო ტაძარზე რუსული დროშა აღმართეს. როგორც ადგილობრვი მედია უწყება, დროშა ღამით ტაძრის იმ ნაწილზე აღმართეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, დროშა ჩამოხსნეს. როგორც თვითმხილველმა ტელეკომპანია „ბიბისი“-ს უთხრა, 10-მეტრიანი დროშა კვირას შენიშნა .

ტაძრის წინამძღვარმა, ნიკოლას პაპადოპულოსმა მომხდარს „სულელური საქციელი“ უწოდა, რომელიც ყველას ახსენებს იმ ზიანს, რომელიც ქალაქ სოლსბერის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებულმა პირებმა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.