სოლარიმ ისკოს რეალიდან გაშვება მოითხოვა
სოლარიმ ისკოს რეალიდან გაშვება მოითხოვა

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს გუნდს. როგორც გაზეთი ასი (AS) ამტკიცებს, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ არ სურს 26 წლის ესპანელის თავისთან ხილვა.

ადრე წერდნენ, რომ ისკოზე პრეტენზიას აცხადებენ მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი. ნახევარმცველის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო თანხა დაახლოებით 75 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ისკომ 25 მატჩი გამართა რეალში, გაიტანა ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.