სოლარი რეალს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს
სოლარი რეალს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს

მადრიდის რეალი ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით დაიწყებს. გამოცემა დონ ბალონის (Don Balón) ინფორმაციით, მადრიდელთა ამჟამინდელი დამრიგებელი სანტიაგო სოლარი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს კლუბს. რეალის პრეზიდენტმა ფლორეტინო პერესმა უკვე შეატყობინა არგენტინელ სპეციალისტს იმის შესახებ, რომ მასთან კონტრაქტს უახლოეს ზაფხულში გაწყვეტენ.

სოლარი ამ სეზონის მსვლელობისას მივიდა რეალში ხულენ ლოპეტეგის ნაცვლად, რომელიც, თავის მხრივ, გუნდს სათავეში ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ ჩაუდგა.

არგენტინელის ხელმძღვანელობით რეალმა 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ექვსჯერ დამარცხდა. მასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.