სოლარი - რეალი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს
სოლარი - რეალი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს

რეალის მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „უესკასთან“ მოწინააღმდეგე გუნდის დაუფასებლობას არ დაუშვებს. მანვე დაამატა, რომ „რეალი“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„ბარსელონა“ 14 ტურის შემდეგ „რეალს“ რვა ქულით უსწრებს, მაგრამ მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„- თამაში „უესკასთან“ ჩვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს“, – ციტირებს AS სოლარის. – „ჩვენ პირველივე წუთებიდან მთლიანად უნდა დავიხარჯოთ. ჩემს ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ, მათ კარგად იციან ამ მატჩის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ აგრესია შეტევებში და ყურადღებით ვიყოთ დაცვაში. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

დატოვე კომენტარი