სოლარი - ბენზემას თამაშით აღფრთოვანებული ვარ
სოლარი - ბენზემას თამაშით აღფრთოვანებული ვარ

რეალის მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ბენზემას თამაშით კმაყოფილი დარჩა. ამ თამაშში ფრანგმა დუბლი შეასრულა (4:2).

ქარიმმა დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა, განუმეორებელი, მაგრამ ეს ახალი არ არის, ის სეზონის დასაწყისიდან მაღალ დონეზე თამაშობს, მე ეს არ მაკვირვებს. მე მისი თამაშით ვტკბები. ამჯერად ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ. ყველამ კარგი მატჩი ჩაატარა, იბრძოდნენ თამაშის დაწყებისთანავე, თამაშობდნენ სიღრმიდან. ვარანის გაგდების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ჩვენ უპირატესობა შევინარჩუნეთ.“- ციტირებს AFP სოლარის.