სოხუმის „დინამო“ უსტადიონოდ დარჩა - მწყინს, რომ ჩვენი გუნდისთის ყველა კარი დაკეტილია #1TVSPORT
სოხუმის „დინამო“ უსტადიონოდ დარჩა - მწყინს, რომ ჩვენი გუნდისთის ყველა კარი დაკეტილია #1TVSPORT

სოხუმის „დინამოს“ ვაჟთა გუნდში ცვლილებები დაიწყო – დანიშნეს ახალი მწვრთნელი, შეკრიბეს ახალი გუნდი, მაგრამ სტადიონს პრობლემა შეექმნა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუდნის დირექტორი დავით თაქთაქიშვილი წერს.

„გვქონდა იდეა, რის გარშემოც ვვერთიანდებოდით, რათა მიგვეცა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გზა. გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით, მაგრამ ერთი კვირის უკან მოხდა ის, რასაც არავინ ველოდით – კლუბს შეექმნა სტადიონის პრობლემა. ძალიან ბევრს ვეცადეთ, ეს პრობლემა რომ მოგვეგვარებინა, მაგრამ ამაოდ. მწყინს, რომ სოხუმის „დინამოს“ უსტადიონობა დღეს არავის ადარდებს და ყველა არენის კარი ჩვენი გუნდისთის დაკეტილია“, – ამბობს დავით თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, მომხდარმა განაპირობა ის, რომ გუნდი ვერ ვარჯიშობდა და ფეხბურთელები და მწვრთნელები სხვა კლუბში გადავიდნენ.

„ახალი გუნდის ფორსმაჟორულ ვითარებაში შეკრება მოგვიხდა. ყველა სტადიონის კარი ჩვენთვის დაკეტილია იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს დაფინანსება და შესაბამისად, არ გვაქვს არც შესაბამისი ფული, რომ სტადიონის იჯარა გადავიხადოთ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვიცით თუ რას ნიშნავს არსებობდეს გუნდი სახელად სოხუმის „დინამო“ და ყველაფერს ვაკეთებთ , რომ ამ კლუბმა იარსებოს“.