„სოკარი“ დასავლეთს ენერგორესურსების ექსპორტში დახმარებას სთხოვს, რადგან მილსადენები კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარეობს

02:23, 19.07.2020
FILE PHOTO: The logo of SOCAR is seen on a filling station in Bern, Switzerland May 10, 2016. REUTERS/Ruben Sprich/File Photo

FILE PHOTO: The logo of SOCAR is seen on a filling station in Bern, Switzerland May 10, 2016. REUTERS/Ruben Sprich/File Photo

„სოკარი“ დასავლეთს ენერგორესურსების ექსპორტში დახმარებას სთხოვს, რადგან აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ მიმავალი მილსადენები კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„კასპიური პოლიტიკის ცენტრის“ კონფერენციაზე საუბრისას, აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა თქვა, რომ შეტაკებები „სოკარის“ ინფრასტრუქტურის მახლობლად მოხდა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზადენი და სხვა ზოგიერთი სხვა ობიექტი. ნასიროვმა ასევე მიუთითა ტრანს-ადრიატიკულ მილსადენზე, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ბოლო მონაკვეთია და რომელიც ასევე მოიცავს საქართველოზე და თურქეთზე გამავალ ორ სხვა მილსადენს.

„მე ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოვიწვიო ჩვენი კოლეგები ვაშინგტონში და სხვაგან, რომ იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ეს რეგიონი და იფიქრონ, როგორ უზრუნველვყოთ დერეფნის სამხედრო და ფიზიკური უსაფრთხოება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპაში“, – აღნიშნა ელშად ნასიროვმა.

მსგავსი