სოფო კილაძე - ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და არსებობენ პოლიტპატიმრები
სოფო კილაძე - ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და არსებობენ პოლიტპატიმრები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და არსებობენ პოლიტპატიმრები.

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შესაძლოა საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. გუშინ ვიხილეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა სწორედ ამ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და არსებობენ პოლიტპატიმრები.

ცუდია, როცა ცალკეული ადამიანების, თუნდაც დეპუტატების აზრის წარმოჩენა ხდება, როგორც ევროპარლამენტის ერთიანი პოზიცია. პოლიტპატიმრებზე ბევრი თუ საუბრობდა, მაშინ შესაბამისი რეზოლუცია რატომ არ მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ? ეს საკითხი ჩააგდეს. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევით ხდებოდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.