სოფო კილაძე - ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერს არ აქვს ფუფუნება, დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და მივესალმები, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე აქცენტი გააკეთა
სოფო კილაძე - ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერს არ აქვს ფუფუნება, დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და მივესალმები, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე აქცენტი გააკეთა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლაში მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.

„მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რა განსხვავებული მოსაზრებაც უნდა გვქონდეს, ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ვფიქრობ, ეს ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის მისაღები და სწორი ნაბიჯია. იმდენი სიძულვილი, იმდენი ურთიერთლანძღვა და იმდენი დაპირისპირება გამოვიარეთ ეს ბოლო წლებია, ზიანი მიაყენა ამ ყველაფერმა ქვეყანას. ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის ფუფუნება და რესურსი, ასე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ქალბატონმა სალომემაც აქცენტი ამაზე გააკეთა“, – განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.