სოფიო ქაცარავა - ფრანგ კოლეგებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე 
სოფიო ქაცარავა - ფრანგ კოლეგებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე 

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ფრანგი კოლეგებისთვის მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საგარეო უერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო.

„საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში საფრანგეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. შეხვედრებზე იყო ძალიან დიდი ინტერესი და არა ერთი კითხვა დაისვა საშინაო და საგარეო რეფორმებზე, ასევე საგარეო კურსთან დაკავშირებით. ცალსახად აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი საგარეო კურსის მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრანგეთმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიმართულებით მათ ურყევ მხარდაჭერას. მათი მხრიდან ყველა შეხვედრაზე გამოითქვა დიდი სურვილი, რომ ჩვენი საპარლამენტო ურთიერთობა გახდეს კიდევ უფრო თანმიმდევრული. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ საპარლამენტო დიპლომატია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ და ცხადია, ამისი დიდი სურვილი გვაქვს“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ და ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის იგეგმება, კარგი საშუალებაა, რათა მეგობართა ჯგუფის ჩართულობით საკონონმდებლო ბაზა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებოდა.