სოფიო ქაცარავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი, რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილია
სოფიო ქაცარავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი, რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი, რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილია.

როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მხრიდან  რუსეთის მიმართ ასეთი ცალსახა პოზიცია და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია,  მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის შესახებ.

„ეს მნიშვნელოვანი გზავნილია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი მზადაა, რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვოს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. რეზოლუციაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყირიმის უკანონო ანექსიას.

დატოვე კომენტარი