სოფიო ქაცარავა - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა
სოფიო ქაცარავა - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ თემის კომენტირებისას.

„წარმომადგენელთა პალატა რამდენიმე საათში განიხილავს საქართველოს მხარდამჭერ აქტს და ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დროსაც თუ გადავხედავთ და შევხედავთ, თუ როგორი დატვირთულია ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკური დღის წესრიგი, თუნდაც სირიის საკითხებით. ამ ყველაფრის ფონზე, წარმომადგენელთა პალატა განიხილავს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – აცხადებს ქაცარავა.

ამასთან, სოფიო ქაცარავა ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტის შინაარსზეც, რომელშიც, მისი თქმით, ჩვენთვის ყველა პრიორიტეტული საკითხი არის შესული.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თავდაცვა და უსაფრთხოებაა. ამ მიმართულებითაც შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, ხუთწლიანი სტრატეგია შემუშავდეს საქართველოსთან მიმართებაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისკენ. ეს ორი საკითხი გამოვყავი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, დოკუმენტი ფარავს ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, სანქციების შეთავაზებას ზოგადად მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართებაში, დემოკრატიული რეფორმების განვითარებას და ა.შ.“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დატოვე კომენტარი