სოფიის ღია ჩემპიონატზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
სოფიის ღია ჩემპიონატზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

სოფიაში 11-12 თებერვალს ძიუდოში „ევროპის ღია გათამაშება“ გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 10-კაცით იასპარეზებს. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ნაკრები:

60 კგ – საბა გრიგალაშვილი, ამირან დარბაისელი;

66 კგ – ლევან ებელაშვილი;

73 კგ – კოტე კაპანაძე;

81 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე;

90 კგ – ნიკა სიდამონიძე;

100 კგ – მიხეილ ჯაფარიძე, ომარ საური;

+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი.