სოფიის ცსკა-ს მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ტომასს კვლავ სურს კიევის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის დამატება, რომელიც ამჟამად ესპანურ „გრანადაში“ იჯარით თამაშობს – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Tema Sport-ი ავრცელებს.
„სოფიის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ტომასმა გუნდისთვის საჭირო მოთამაშეთა მოკლე სია შეადგინა, რომელთა შორისაა კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ამჟამად ესპანურ „გრანადაში“ იჯარით თამაშობს.
სოფიელები 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ზამთარშიც ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან წიტაიშვილმა ამ დროისთვის ტრანსფერზე უარი თქვა და მზადყოფნა გამოთქვა, ეს ვარიანტი ზაფხულში იმ შემთხვევაში განიხილოს, თუ „გრანადა“ ლა ლიგაში ვერ გადავა.
„დინამოს“ მოთამაშის გარდა, სოფიის ცსკა-ს სატრანსფერო სიაში ფრანგული „დუნკერკის“ ნახევარმცველი ენცო ბარდელი და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ მცველი მატეუშ და სილვა მოხვდნენ“, – იუწყება Tema Sport-ი.